“დაღლილი” გამომძიებელი და “სასწაული”, რომლის ძალითაც ვიდეოს ტიტრები თავისით გამოესახა

სინდისის 8 პატიმრის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. მთავარ გამომძიებელს კითხვებს უსვამს ვეფხია კასრაძის ადოკატი, არჩილ ჭავჭანიძე, რომელსაც აინტერესებს, რაში გამოიხატება ძალადობის ორგანიზება.
გამომძიებელი იწყებს იმ ვიდეოს შინაარსის მოყოლას, სადაც ბრალდების მტკიცებით, კაძელაშვილი და კასრაძე არიან გადაღებულები.
მოწმე გამომძიებელი: ვეფხია კასრაძე ვიდეოში ჩანს თანმხლებ ორ პირთან ერთად, ჩანს აქციის მონაწილეები, ეს არის აქციის მიმდინარეობა, სადაც იგეგმება, როგორ უნდა შეუქმნან პრობლემები პოლიტიკური თანამდებობის პირებს…მერე ამბობენ, რომ 200 კაცით უნდა დახვდნენ”…
ვეფხია კასრაძე: ქმედება სად არის ქმედება?
გამომძიებელი: იგეგმება
ამის შემდეგ არჩილ ჭავჭანიძემ მოწმეს წარუდგინა ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის წინააღმდეგ საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება და ჰკითხა, რომელ ეპიზოდში დგინდება კავშირი ბრალდებულებთან.
გამომძიებლის თქმით, ძალადობა მზადდება, ამბობს სიტყვებს „ჩავხოცოთ“ და გეგმას ასევე ამ ძალადობას, ასევე, ორგანიზებასაც უწევს”. ის ადასტურებს, რომ ვიდეოში კასრაძისა და კაძელაშვილის გარდა სხვა ბრალდებულები არ ჩანან.
კითხვაზე, რომელ რიცხვშია ვიდეო გადაღებული, გამომძიებელი პასუხობს, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში.
ვიდეო ტელევიზიიდანაა ამოღებული, ამასთან ვიდეოს შინაარსიც აძლევს იმის თქმით საშუალებას, რომ 28-დან 3 დეკემბრამდეა გადაღებული,-ამბობს ის.
არჩილ ჭავჭანიძეს აინტერესებს, თუ შეუძლია გამომძიებელს დაასახელოს ვიდეოს გადაღების კონკრეტული დრო და რიცხვი.
გამომდინარე საუბრის შინაარსისა, ადგილისა, გამომდინარე იქიდან, რომ ახალ წლამდე უნდა დასრულდეს, გამომდინარე ეკიპირებიდან, რომელიც მათ აცვიათ, იმის გათვალისწინებით რომ სამში დააკავეს, ეს ვიდეო გადაღებულია რომელიმე ჩემს მიერ ჩამოთვლილ დღეს”, – ამბობს არსენ ხუნაშვილი.
ვიდეოს დათვალიერების ოქმში ნახსენებიან „მესამე პირი”. გამომძიებელი ადასტურებს, რომ მისი ვინაობა დაუდგენელია.
„შესაბამისი პირები ამუშავებდნენ ბაზებს, ჰქონდათ დავალება. ჰქონდათ კონტაქტებთან საუბარი და ვერ დადგინდა მესამე პირის ვინაობა”, – ამბობს ხუნაშვილი.
კითხვაზე, არის თუ არა ვიდეოზე რედაქტირების კვალი, გამომძიებელი პასუხობს, რედაქტირება-მონტაჟი ერთი და იგივეა.
ადვოკატი: ვიდეოზე არის თუ არა რედაქტირების კვალი
მოწმე: რედაქტირება და მონტაჟი ერთიდაიგივეა, ვინაიდან არ ყოფილა მსგავსი ეჭვი, გამოძიება არ დაწყებულა
ადვოკატი: აღნიშნულ ვიდეოზე როგორ გაჩნდა ტიტრები
მოწმე: არ ვიცი, რა სახით გაჩნია
ვეფხია კასრაძე: რას ქვია, არ იცით, ნუ გადამრიეთ
ადვოკატი: თუ მონტაჟის კვალი არ ყოფილა, როგორ გაჩნდა ვიდეოზე სუბტიტრები
მოწმე: არ ვიცი, საიდან გაჩნდა
შემდეგ ადვოკატი არკვევს, დანიშნა თუ არა გამომძიებელმა ვიდეოზე ფონოსკოპიური[ხმის] ექსპერტიზა, რომ დადგენილიყო ვიდეოში ნამდვილად ვეფხია კასრაძის ხმა არის თუ არა.
მოწმე: ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, ძალიან ბევრი ექსპერტიზა არ მაქვს ჩატარებული, რაც შეეხება….დავიღალეე…
ადვოკატი ჭავჭანიძე: ესენიც დაიღალნენ 7 თვეა, რომ ციხეში არიან
გამომძიებელი: ხმაზე ექსპერტიზა ინიშნება მაშინ, როცა მოსაუბრის ხმა არ ისმის, როცა სახე კარგად ჩანდა, ამ დროს ფონოსკოპია არ ინიშნება, ინიშნება ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, იგივე შეგიძლიათ მტკითხოთ 60-მდე ექსპერტიზის სახეობაზე
გამომძიებელი ამბობს, რომ სატელეფონო ანძების ჩანაწერების გამოთხოვამ აჩვენა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან სამი დეკემბრის ჩათვლით ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი აქციაზე იმყოფებოდნენ.
ადვოკატს აინტერესებს, ამ ვიდეოს გარდა გამომძიებელმა მოიპოვა თუ არა რაიმე სხვა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ორგანიზებაში ბრალდებულების კავშირი.
გამომძიებელი ამბობს, რომ სხვა ვიდეოებიცაა გამოთხოვილი, მაგრამ ამ საქმეზე ვეფხია კასრაძის ამსახველი არც ერთი არაა…
წყარო – ტვ პირველი
დაკავებული 8 პირიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ღალატის „კომისიის“ დასკვნის ამოცანაა 2008 წლის რუსულ აგრესიაში დაადანაშაულოს საქართველო – 2008 წელს მე ბევრი მომიწოდებდა წავსულიყავი ემიგრაციაში სიკვდილის მუქარის ქვეშ, მე ფეხი არ მოვიცვალე