დაღესტნის მაჰაჩყალასა და დერბენტში თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს, დაიღუპა 2 პოლიციელი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში, დაღესტნის ორ ქალაქში, მაჰაჩყალასა და დერბენტში, შეიარაღებული პირები ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და საპოლიციო პუნქტს დაესხნენ თავს.
გამოცემა РИА Новости-ის წინასწარი ცნობებით, თავდასხმის შედეგად ს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი და ორი პოლიციელი გარდაიცვალა. ამასთანავე, გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამას გარდა, Telegram-ის არხებზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ იწვის ქალაქ დერბენტში მდებარე სინაგოგა თავდასხმის შემდეგ.
მასალა განახლებადია