დაღესტანში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკაში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი, ტატიანა ბელიაევა „ტელეგრამ“ არხზე იუწყება.
”სამწუხაროდ, 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამართალდამცავები და მშვიდობიანი მოქალაქეები”, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, დაშავებულა 46 ადამიანი, მათ შორის 7 მძიმე მდგომარეობაშია.
შეგახსენებთ, გუშინ დაღესტანში, დერბენტსა და მაჰაჩყალაში შეიარაღებული პირები ორ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, სინაგოგასა საგზაო პოლიციის განყოფილებას დაესხნენ თავს. ხელისუფლების ინფორმაციით, ლიკვიდირებულია 5 თავდამსხმელი. დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული თავდასხმისა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, გადატანის“ მუხლებით აღძრა. რესპუბლიკაში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ცრუ ნარატივების და მტრული რიტორიკის ფონზე, რომელსაც ვისმენთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან, რთულია გამორიცხო რაიმე მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ – ერთადერთი, რასაც ისინი აზიანებენ, აზიანებენ საკუთარ თავს