დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან 131 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 5. 5 მაგნიტუდას შეადგენდა.
სოციალურ ქსელებში მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ მიწისქვეშა ბიძგები საქართველოში, მათ შორის თბილისშიც იგრძნობოდა.