დაღესტანში მომხდარი თავდასხმების შემდეგ ჩეჩნეთში მასობრივი რეიდები დაიწყო – კადიროვის კრიტიკოსები

საზღვარგარეთ მყოფი ჩეჩენი ოპოზიციონერები ჩივიან, რომ, 23 ივნისს დაღესტანში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმებთან დაკავშირებით, რესპუბლიკაში დაიწყო სამართალდამცველთა მასობრივი რეიდები. “კადიროვის უსაფრთხოების უწყებების მთელი თანამშრომლები გარეთ გამოიყვანეს. ეს არის 18-დან 20 წლამდე ასაკის უამრავი ახალგაზრდა თანამშრომელი”, – აცხადებენ მოძრაობა “1-ადათის” წარმომადგენლები, რომელთა ინფორმაციის დადასტურება სხვა წყაროებიდან არ ხერხდება.
ერთი დღით ადრე ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა მოითხოვა “მუშოაბის გაძლიერება საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტერორიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმის თავიდან ასაცილებლად”. მან ასეთი ზომების გატარება პირდაპირ დაუკავშირა ” დაღესტანში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს “და განაცხადა, რომ განსაკუთრებული აქცენტი “ზოგიერთი ევროპული” ქვეყნებიდან მომდინარე რადიკალური იდეოლოგიის ” წინააღმდეგ ბრძოლაზე უნდა გაკეთდეს.

როგორც “კავკაზ.რეალიი” წერს, ჩეჩნეთის მეთაური “ვაჰაბიზმთან” კავშირში შემჩნეულთა ოჯახებსაც დაემუქრა.
“თუ [ეჭვმიტანილი] დაკავშირებულია შაითნებთან, მისი მთელი ოჯახი უნდა დაისაჯოს. ამ ოჯახმა უნდა იცოდეს, რომ ისინი სრულად არიან პასუხისმგებელნი”, – აცხადებს რამზან კადიროვი უსაფრთხოების სტრუქტურების ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოში.
· ბოლო მონაცემებით, 21-მდე გაიზარდა 23 ივნისს მაჰაჩყალასა და დერბენტში მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, სინაგოგებსა და საგზაო პოლიციის პოსტზე ორმაგი თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მათ შორის 15 პოლიციელი.
· სროლის დროს დახოცეს ექვსი თავდამსხმელი, მათ შორის ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელის ვაჟები და პროსამთავრობო პარტიის, „სამართლიანი ს“ ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი.
· რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა 23 ივნისს მომხდარ თავდასხმებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით (ტერორისტული აქტი).
·

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს