დაღესტნის ლიდერმა, სერგეი მელიკოვმა თანამდებობიდან დაითხოვა სერგოკალინის ოლქის გამგებელი მაგომედ ომაროვი.
გამოძიების ინფორმაციით ომაროვის 2 შვილი და ერთი ახლო ნათესავი 23 ივნისს, დაღესტანში მომხდარი ტერაქტების მონაწილეები იყვნენ.
ომაროვი თავდასხმიდან მცირე დროში დააკავეს. როგორც გამოცემა Baza წერს, გამგებელმა იცოდა, რომ მისი ოჯახის წევრები კავშირში იყვნენ ვაჰაბიტებთან. ომაროვის თქმით, ბოლო წლებში მას შვილებთან ურთიერთობა არ ჰქონდა.
23 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, დაღესტნის ქალაქებში მაჰაჩყალასა და დერბენტში უცნობი შეიარაღებული პირები 2 მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგას და საგზაო პოლიციის პუნქტს დაესხნენ თავს.
ბოლო მონაცემებით დაღესტანში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 20 ადამიანი, აქედან 15 სამართალდამცავი და 5 მშვიდობიანი მაცხოვრებელი.
დაღუპულთა შორის არის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი და ეკლესიის დაცვის თანამშრომელი.
ოფიციალური მონაცემებით ლიკვიდირებულია 5 თავდამსხმელი, თუმცა დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის, სერგეი მელიკოვის თქმით, მოკლულია 6 ტერორისტი.
ტერაქტის შედეგად ასევე დაშავებულია 22 ადამიანი.
