დაფიქსირებულია მზის სისტემაში შემოჭრილი კიდევ ერთი ვარსკვლავთშორისი ობიექტი

ასტრონომები ადასტურებენ მზის სისტემაში შემოჭრილი მორიგი ვარსკვლავთშორისი ობიექტის აღმოჩენას; ეს მესამე ასეთი ობიექტია ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის, მაგრამ მეცნიერთა ვარაუდით, წარსულშიც მრავალი იქნებოდა, მაგრამ შეუმჩნეველი დაგვრჩა.
სხვა ვარსკვლავიდან მოსულ ვიზიტორს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მცირე პლანეტათა ცენტრმა 3I/Atlas-ი უწოდა და სავარაუდოდ, ყველაზე დიდია აქამდე დაფიქსირებულთა შორის. მიენიჭა კომეტის კლასიფიკაცია.
„ის ფაქტი, რომ მისი გამოსახულება გარკვეულწილად ბუნდოვანია, მიუთითებს, რომ უფრო ყინული უნდა იყოს, ვიდრე კლდე“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ასტრონომი ჯონათან მაკდაუელი.
ვიდრე მისი ვარსკვლავთშორისი წარმომავლობა დადასტურდებოდა, ობიექტს A11pl3Z ერქვა და არ წარმოადგენს საფრთხეს დედამიწისთვის.
„მზის სისტემაში ღრმად შემოვა, მარსის ორბიტის შიგნით, მაგრამ ჩვენს მეზობელ პლანეტას არ დაეცემა“, — ამბობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს პლანეტური თავდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რიჩარდ მოისლი.
ასტრონომები ჯერ კიდევ გათვლებს აწარმოებენ, მაგრამ როგორც უკვე ირკვევა, ობიექტი წამში 60 კმ სიჩქარით მოძრაობს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მზე მეს თავის გარშემო ორბიტაზე ვერ ჩაიჭერს საკუთარი სისტემის კომეტებისა და ასტეროიდების მსგავსად.
მოისლის განცხადებით, მისი ტრაექტორიაც მიუთითებს, რომ ის ჩვენი ვარსკვლავის გარშემო არ ბრუნავს, მოსულია ვარსკვლავთშორისი სივრციდან, ჩვენი სისტემას დატოვებს და კვლავ ვარსკვლავთშორის სივრცეში გაიჭრება.
„ვფიქრობთ, რომ ეს პატარა ყინულის გუნდები ვარსკვლავურ სისტემებთან კავშირითაა წარმოქმნილი. შემდეგში, როცა სხვა ვარსკვლავი ჩაივლის სიახლოვეს, თავის გრავიტაციით ამ ყინულის ბურთებს სისტემიდან განდევნის. შედეგად, ეს ობიექტები მოხეტიალეები ხდებიან და გალაქტიკაში უმისამართოდ დაქრიან. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ობიექტი გვესტუმრა ახლა“, — ამბობს მაკდაუელი.
ჰავაიზე განთავსებულმა NASA-ს პროგრამა ATLAS-მა ობიექტი 1 ივლისს აღმოაჩინა.
ამჟამინდელი შეფასებით, მისი სიგანე 10-20 კილომეტრია, ყველაზე დიდი, ამ დრომდე დაფიქსირებულ ვარსკვლავთშორის სტუმრებს შორის. თუმცა, თუ ის მართლაც ყინულისაა, შეიძლება უფრო პატარა იყოს, რადგან ყინული უფრო მეტ სინათლეს ირეკლავს.
ვრცლად პირველ არხზე