„დაფიონის“ ინფორმაციით, საპატიმროში მყოფმა ზვიად ცეცხლაძემ შიმშილობა დაიწყო

მსჯავრდებულმა ზვიად ცეცხლაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას „დაფიონი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსჯავრდებულმა შიმშილობას მას შემდეგ მიმართა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მამას, ზურაბ ცეცხლაძეს გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტზე 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ზვიად ცეცხლაძეს მისი უფლებადამცველი ორშაბათს მოინახულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას