დაფინანსების კანონპროექტზე საზმაუს წარმომადგენლები პაპუაშვილსა და კობახიძეს შეხვდნენ

პირველი არხის ცნობით, დაფინანსების კანონპროექტთან დაკავშირებით ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი ს შეხვდნენ.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე მუშაობა გაგრძელდება და შემუშავდება დაფინანსების ისეთი მოდელი, რომელიც შეთავაზებულ მოდელში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს მოხსნის და დაიცავს ევროპის მაუწყებელთა კავშირის, ზოგადად, ევროპის ზონაში არსებულ რეგულაციებსა და სტანდარტებს.
პირველი არხის განცახდებაში აღნიშნულია, რომ მაუწყებლის დაფინანსების ახალ წესთან დაკავშირებით მსჯელობა სამუშაო ფორმატში გაგრძელდება.
16 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პირველი მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმართეს – მათი განცხადებით, კანონპროექტი მთლიანად ცვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს და ფაქტობრივად, აუქმებს მას.
კანონპროექტს, რომლითაც კანონით განსაზღვრული მაუწყებლის დაფინანსების ნორმა უქმდება, პარლამენტმა მხარი მხარი პარლამენტმა გუშინ, 15 ნოემბერს დაუჭირა. არსებული ნორმა მაუწყებლის დაფინანსებას მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ით ითვალისწინებს. განმარტებითი ბარათის თანახმად, საზმაუს ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები. გარდა ამისა, დაფინანსების წინა წელთან შედარებით შემცირება მხოლოდ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.
კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ “დაფინანსების მოქმედი წესი უკვე არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას”.
“ასე მაგალითად, მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს შეადგენდა 69,6 მლნ ლარს, ხოლო 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით იგეგმება 110.3 მლნ ლარის ოდენობით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსების თითქმის 160%-იანი ზრდა განპირობებულია არა მაუწყებლის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული დაფინანსების წესიდან გამომდინარე – ამ პერიოდის მაღალი ეკონომიკური ზრდით”, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორები არიან: პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გოგი მეშველიანი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ზაალ მიქელაძე, ირაკლი კირცხალია, , დილარ ხაბულიანი, .
კანონპროექტს აკრიტიკებს არხის მენეჯმენტი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, მაშინ, როცა ქართული კანონმდებლობა ევროპულთან ახლოვდება და ქვეყანას აქვს ვალდებულებები, ეს გადაწყვეტილება არამართებულია.