დაფინანსების არჩევის შემთხვევაში, მშობიარეს პირადი ექიმის აყვანის ან სპეციალური პალატის აღების საშუალება აღარ ექნება | ახალი სქემა

მშობიარობის დაფინანსება DRG მეთოდზე გადადის – ბუნებრივი მშობიარობაც და საკეისრო კვეთაც ბიუჯეტიდან 1200 ლარით დაფინანსდება. თუმცა, ახალი მიდგომა პაციენტებს არჩევანის თავისუფლებას უზღუდავს.
სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობის შემთხვევაში, პაციენტს აღარ შეეძლება, რომ პირადი ექიმი აიყვანოს ან სპეციალური პალატა აიღოს. ხოლო თუ პაციენტი მაინც გადაწყვეტს, რომ პირადი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმშობიაროს, მას სახელმწიფოს დაფინანსება სრულად მოეხსნება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე არსებული მიდგომით, სახელმწიფო მშობიარობის თანხის ნაწილს აფინანსებდა. დამატებით საჭიროებებს კი ორსულები პირადი თანხებით ფარავდნენ.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი
ასევე ნახეთ:
· მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულად ფინანსდება | ჯანდაცვის სამინისტრო