საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში ზურიკო დავითაშვილის ჰეთ-თრიქით “სენტ ეტიენმა” საკუთარ მოედანზე “სოშო” 3:1 დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელმა თავისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თამაშის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
“ეს შაბათი ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის ძალიან კარგი გამოდგა. ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ და თავად მე ჰეთ-თრიქი შევასრულე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ.
ასევე მინდა გამოვყო ფანების მხრიდან შექმნილი ბრწყინვალე ატმოსფერო და მათი შესანიშნავი გულშემატკივრობა. ისინი დიდებულნი არიან! როდესაც გავიტანე, დავინახე თუ როგორ მოძრაობდნენ ისინი ტრიბუნაზე, ეს დაუჯერებელი იყო! იმედი მაქვს, შემდეგი შეხვედრების მოგებასაც
მოვახერხებთ, ატმოსფერო კი უბრალოდ ფანტასტიურია. გუნდმა პროგრესი უნდა განაგრძოს. დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი – ჰეთ-თრიქი და სამი ქულა შესანიშნავია. ბრწყინვალე საღამოა, ჩემი გუნდით ვამაყობ.
ჩემი აღნიშვნა მესამე გოლზე? – დაღლილი ვიყავი (იცინის). ეს იყო მესამე გოლი, ჰეთ-თრიქი, ყველა ჩემთან მოვიდა და აღნიშვნა დაიწყო. ჩემს პროფესიონალურ კარიერაში ერთ მატჩში 3 გოლი პირველად გავიტანე. ეს მხოლოდ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მქონდა გაკეთებული, თუმცა პროფესიონალებში პირველად მოხდა.
ბურთის სახლში წაღებას ვაპირებ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ადგილს სად გამოვუძებნი”, – ციტირებს დავითაშვილს onefootball.