დაუწესებს თუ არა ბრიტანეთი სანქციებს ივანიშვილს? — განხილვა თემთა პალატაში

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სტივენ დაუთი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევის გამო.
„ეს სრულიად მიუღებელია. საპასუხოდ, ჩვენ შევაჩერეთ საქართველოს მთავრობის პროგრამული მხარდაჭერა, შევზღუდეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და „ქართულ ოცნებასთან“ კავშირები. ჩვენ დავაწესეთ სავიზო აკრძალვები და სანქციები ზოგიერთ პირზე, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, და ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად“, — განაცხადა დაუთიმ თემთა პალატაში გამართულ მოსმენაზე.
როგორც ცნობილია, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მის პირველ მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროს სულხან თამაზაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილსა („ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს.
დეპუტატმა მმართველი ლეიბორისტული პარტიიდან პერან მუნმა სახელმწიფო მინისტრს ჰკითხა, იგეგმება თუ არა სანქციების დაწესება სთვისაც:
„გასულ თვეში ევროპის საბჭოში შევხვდი რამდენიმე ქართველ ოპოზიციონერს. მათ მაჩვენეს სასტიკი ფიზიკური ძალადობების გრაფიკული მტკიცებულებები. ბიძინა ივანიშვილი, პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი და საქართველოს დე ფაქტო მმართველი, აგრძელებს მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობას ს იდენტური მოქმედების ხერხებით. ძალადობა და დაშინება აზიანებს პოლიტიკურ პროცესს. შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ივანიშვილს, მაგრამ ივანიშვილის სიმდიდრის დიდი ნაწილი განთავსებულია გაერთიანებული სამეფოს ან ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე. შეუერთდება თუ არა გაერთიანებული სამეფო ჩვენს მოკავშირეებს და გაუყინავს აქტივებს ასეთ საზიზღარ ტირანს?
სახელმწიფო მინისტრმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი აგრძელებს საქართველოში განვითარებადი სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს, თუმცა ვერ გააკეთებს კომენტარს შესაძლო სამომავლო სანქციებზე, რადგან ეს შეამცირებს მათ გავლენას.
ლიბერალ-დემოკრატი ჯეიმს მაკკლირი დაინტერესდა, შეხვდება თუ არა მინისტრი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებულ სალომე ზურაბიშვილს მისი ვიზიტის დროს გაერთიანებულ სამეფოში.
სტივენ დაუთიმ უპასუხა, რომ გაერთიანებული სამეფო აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდამჭერ პოლიტიკურ ფიგურებთან.
როგორც ცნობილია, უახლოეს პერიოდში გეგმავს დიდი ბრიტანეთში გამგზავრებას და პარლამენტში შეხვედრების გამართვას.