საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცებას საოკუპაციო რეჟიმი კვლავაც აგრძელებს. თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ არათუ გაჩერდნენ და დამნაშავეების დასჯა დაიწყეს, პირიქით რუსი ოკუპანტები კიდევ უფრო მეტ სალოცავს მოედნენ, კიდევ უფრო მეტი აგრესიით აგრძელებენ მავთულხლართების აღმართვას და კიდევ უფრო მეტი შემართებით ცდილობენ ჩვენი მოქალაქეები მოწყვიტონ მათ მშობლიურ სოფლებს, სალოცავებსა და მიწას.
ამჯერად კიდევ სამი მოქალაქე გაიტაცეს, და ისევ სალოცავიდან. საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარე სოფლებში ხალხი სულ უფრო დაუცველად გრძნობს თავს, და სულ უფრო აშკარა ხდება რუსი ოკუპანტების მიზანი – ეს სოფლები დაცალონ მოსახლეობისგან.