ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ანა წითლიძესა და გიორგი გახარიას პარტიის საქართველოსთვის წევრს, მიხეილ დაუშვილს შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაუშვილმა თქვა, რომ მისმა პარტიამ ენმ “გამოიყენა”.
მიხეილ დაუშვილი: ანა მეუბნება, რომ ჩვენ კოალიცია გვაქვსო. შეიძლება, მაგათ ჩვენთან აქვთ კოალიცია, ჩვენ მაგათთან არ გვაქვს.
ანა წითლიძე: ბატონოო! ძალიან არასერიოზული ხალხი ხართ. მგონი, დასცინი საქართველოს მოქალაქეებს. აი, ერთი საკრებულო ავიღოთ – ზუგდიდის საკრებულოში ავირჩიეთ გახარიას ტიპი, ბატონი ფარულავა თავმჯდომარედ. 2 მოადგილე ჰყავს – ყოფილი ნაცები, 4 კომისია არის ჩვენი – ქოცები არიან “აფსაიდში”.
მიხეილ დაუშვილი: დიდი ბოდიში, მაგრამ გამოგიყენეთ იმისათვის, რომ კონკრეტულ საკრებულოებში ჩვენი წევრები ყოფილიყვნენ თავმჯდომარეები. ბოდიში, რომ პირდაპირ ეთერში ამას გეუბნებით, მაპატიეთ.
ანა წითლიძე: ხო, ანუ ნაძირალები რომ ხართ, დიდი ხანია, ვიცით.
პოლიტიკოსები ერთმანეთს ფორმულას ეთერში, გადაცემა ღამის კომენტარში დაუპირისპირდნენ.