დაუშვილი: პარტია საქართველოსთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გაერთიანდება

ფაქტია, რომ ხაზარაძე იყო ის, ვინც მელიას მოადგილეობას აპირებდა 2021-ის მუნიციპალურ არჩევნებზე. თავიანთი საქმეა, ითანამშრომლონ, ვინ უშლით? უბრალოდ, ამით რა შედეგზე გავლენ, თვითონაც კარგად ნახავენ.
ჩვენ საარჩევნო მიზნებისთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გავერთიანდებით, ეს უბრალოდ გამორიცხული და შეუძლებელია. ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, ისე გავალთ არჩევნებზე.
თქვა პარტია საქართველოსთვის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ხაზარაძე-მელიას სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.