ოცნების მხარდაჭერა არის ისტორიულ მინიმუმზე და ზუსტად ამის გამო დასჭირდა, რომ თვითონ ოფიციალურად გამოჩენილიყო. ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ დაინახეს, რომ ნაცმოძრაობა იმდენად დაშლილია, რომ უბრალოდ გართულდებოდა ნაცმოძრაობის ხარჯზე შეენარჩუნებინათ ძალაუფლება.
როდესაც ისაუბრა გახარიაზე, ისაუბრა ე.წ. ღალატზე. როდესაც გახარიამ დაინახა, რომ ერთ მხარეს ემსახურა პარტიისთვის, თუ ემსახურა ქვეყნისთვის, ფიცი გახარიას დადებული ჰქონდა ქვეყნის წინაშე და არა პარტიის წინაშე.
ამბობს პარტია საქართველოსთვის წევრი მიხეილ დაუშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. “ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა” – თქვა ივანიშვილმა.
დღეს, 30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების მე-7 ყრილობაზე პარტიის ე.წ. საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.