დაუყოვნებლივ უნდა დავაწესოთ სანქციები „ოცნების“ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ — ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის დეპუტატი რასა იუკნევიჩიანე პროტესტის 100 დღისთავზე, რაც საქართველოში უწყვეტად მიმდინარეობს, აცხადებს, რომ ევროკავშირი ვალდებულია, ქმედითი ნაბიჯები გადადგას და მკაცრი სანქციები დააწესოს.
ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი X-ზე წერს.
„ზამთრის 100 ცივი დღე და ღამეა, ათასობით ქართველს მამაცურად უკავია ქუჩა და იბრძვის მომავლისთვის. მათი მოთხოვნები მკაფიოა:
· ახალი დემოკრატიული
· პროევროპული გზა
· ავტორიტარიზმის დასრულება
· რეპრესიების დასრულება
ეს არის ეგზისტენციალური არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ქართველები ყველაფერს რისკავენ თავიანთი ევროპული მომავლისთვის. ჩვენ მათ ვერ მივატოვებთ.
ევროკავშირი ქმედებაზე უნდა გადავიდეს. საჭიროა ორმხრივი სანქციები სა და მისი მოკავშირეების მიმართ; „ქართული ოცნების“ რეჟიმის, სასამართლოს, პოლიციისა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების მიმართ.
აღარაა უნგრეთის ვეტოს უკან დამალვის დრო. ევროკავშირის 25-მა ქვეყანამ დაუყოვნებლივ ორმხრივი სანქციები უნდა დააწესოს. უმოქმედობის ყოველი დღე აძლიერებს ავტორიტარიზმს.
ქართველებს სჭირდებათ ევროპა ისევე, როგორც ევროპას სჭირდება საქართველო. დემოკრატიული საქართველო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გასაღებია. მოქმედების დრო სწორედ ახლაა“, — წერს რასა იუკნევიჩიანე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს 9 მაისი – ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს

ირაკლი ფავლენიშვილი – ორგანიზაცია, „ქართული ოცნება“, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევია და ჰგონიათ, ასეთი განცხადებების ფონზე მათი დასავლეთისგან იზოლირება არ მოხდება – შედეგი სამწუხარო იქნება