დაუყოვნებლივ მიიწვიეთ უკრაინა ნატოში, დაუყოვნებლივ ჩამოართვით რუსეთს გაყინული აქტივები – 7 ქვეყნის განცხადება

უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აშშ-ს მოუწოდებენ, არ წავიდეს კომპრომისებზე რუსეთთან – უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
“მოვუწოდებთ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და აშშ-ის კონგრესს, გამოიჩინონ ნამდვილი ლიდერობა რუსეთის, როგორც აგრესორი სახელმწიფოს მიერ წარმოქმნილი გლობალური საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მოვუწოდებთ ევროპის ქვეყნებს, დაუყოვნებლივ ჩამოართვან რუსეთს გაყინული აქტივები და მიმართონ ისინი უკრაინის მხარდასაჭერად.
საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მოუწოდებენ შეერთებულ შტატებს და ნატოს სხვა წევრებს, დაუყოვნებლივ მიიწვიონ უკრაინა ნატოში და მოუწოდონ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დააჩქარონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.” ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის