დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ დაკავებული დემონსტრანტები – „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს 23 დემონსტრანტი, – რომლებიც რუსთაველის გამზირზე დღეს დააკავეს და რომლებსაც ორგანიზაცია უკანონოდ დაკავებულად მიიჩნევს.
„მოვუწოდებთ -ს, შეწყვიტოს აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება, პატივი სცეს, პარლამენტთან მყოფი მოქალაქეების შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას და მათ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა მისცეს“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ 23 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
შსს-ის განცხადებით, აქციის მონაწილეები აფერხებდნენ საავტომობილო მოძრაობას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების მოთხოვნას.
დაკავებულთა შორის არიან სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები.
ამ დროისთვის კვლავ უცნობია დაკავებულების ადგილსამყოფელი.
როგორც სსც შენიშნავს, „აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაკავების შესახებ განცხადება ამ მდგომარეობით არ გაუვრცელებია სახალხო დამცველს“.
· „თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სინდისის პატიმრების წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გამოცხადების შემდეგ, მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი, სადავო მანდატის მქონე დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.
· ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა მოქალაქეების ნაწილს პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა არ მისცეს და ძალის გამოყენებით დააკავეს. საჯაროდ გავრცელებული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ დემონსტრანტები წინასწარი განმარტების გარეშე ჩასვეს საპოლიციო ავტომობილებში. დაკავების მომენტში, დაკავებული მოქალაქეების ნაწილი არ იმყოფებოდა საავტომობილო გზაზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
„მშვიდობიანი შეკრებისას, მოქალაქეების მასობრივი დაკავების, როგორც უკიდურესი ღონისძიების, გამოყენების უსაფუძვლობის გარდა, შემაშფოთებელია სამართალდამცავების აგრესიული ქმედებები და დაკავებულების პროცესუალური გარანტიების სრული უგულებელყოფა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიცია საჭიროების გარეშე იყენებს ძალას აქციის მონაწილეების მიმართ და მათ ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და განმარტების გარეშე, ჯგუფურად აკავებს“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელსაც პროკურატურის განჩინების საფუძველზე ანგარიშები დაუყადაღეს „საბოტაჟის“ საქმის ფარგლებში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბუტიკაშვილი – შეწყალებით ყაველაშვილს ლეგიტიმაცია მიეცა, ლეგიტიმაციას იღებს პარლამენტიც, რადგან იქ გახარიას წევრები შევლენ – ასე ხდება, როცა ბიძინას ეთამაშები: გახარიამ და ხაზარაძემ „თავი დაიწვეს“, ბიძინას მიწოდებული ნამცხვარი აღმოჩნდა ბომბი