დაუსრულებელი საცობები და სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. დედაქალაქის მოსახლეობისთვის პარალიზებულ ქალაქში გადაადგილება უკვე გაუსაძლისია, თუმცა მოთმინების გარდა, ხალხს სხვა გამოსავალი არ აქვს.
თბილისში არსებულ ვითარებაზე მერი სრულად იხსნის პასუხისმგებლობას და ავტომფლობელებს ადანაშაულებს. თუმცა კალაძის არგუმენტები თანაბრად მიუღებელია მოქალაქეებისა და ექსპერტებისთვის, რომლებიც მერის არაკომპეტენტურობაზე საუბრობენ. სპეციალისტების შეფასებით, ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულების პირობებში მდგომარეობა ნაკლებად პრობლემატური იქნებოდა, რასაც მერიაში არსებული კორუფცია უშლის ხელს.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი
