“და­უ­რე­კავს და უთ­ქვამს, მოვ­დი­ვარ, ხელი უნდა გთხო­ვოო” – რას ჰყვება კესარიას მეგობარი

გუ­შინ, ღა­მით, დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სას­ტი­კად მოკ­ლეს ტრანსგენ­დე­რი ქალი, მო­დე­ლი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. კე­სა­რი­ას მე­გო­ბა­რი ვა­ნი­კო კა­რე­ლი­ძე გამოცემა “ამბებთან” ამბობს:
ჩვენ ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ყო­ველ­დღე ვსა­უბ­რობ­დით, დღე­ში ოთხჯერ-ხუთ­ჯე­რაც კი. იმ დი­ლა­საც რა­ღაც გა­მო­მიგ­ზავ­ნა, მომ­ხდარს არ შე­ე­ხე­ბო­და. შემ­დეგ მთე­ლი დღე აღარ შემ­ხმი­ა­ნე­ბია. სა­ღა­მოს ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად, ვი­ცო­დი, რომ და­შო­რე­ბუ­ლი იყო მას­თან, მაგ­რამ არ და­ვუ­რე­კე, ვი­ფიქ­რე, რომ მარ­ტო არ იქ­ნე­ბო­და. ვი­ფიქ­რე, რომ შე­რიგ­დნენ და მან და­ა­დე­ბი­ნა. ორი წელი ერ­თად იყ­ვნენ. ორი კვი­რის წინ ჩვენ სამ­ნი ერ­თად ვი­ყა­ვით აუზ­ზე, ვიდ­რე და­შორ­დე­ბოდ­ნენ. ტოქ­სი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, მაგ­რამ არა­სო­დეს უთ­ქვამს კე­სოს, რომ სცემ­და. თუმ­ცა ერთხელ შევ­ნიშ­ნე, რომ ყელ­თან ჩა­ლურ­ჯე­ბა ჰქონ­და, მი­თხრა, რომ ძლი­ე­რად მიჩ­ქმი­ტაო. რო­გორც მივხდი, ერი­დე­ბო­და ჩემ­თან ამა­ზე ლა­პა­რაკს, ვე­ტყო­დი, შე­ეშ­ვი, და­ა­ნე­ბე თავი – მეთ­ქი. მათი ურ­თი­ერ­თო­ბის მომ­ხრე არ ვი­ყა­ვი, სულ და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. სად­მე რომ ვი­ყა­ვით, არ ას­ვე­ნებ­და, სულ ურე­კავ­და. ვე­უბ­ნე­ბო­დი ხოლ­მე, გა­თი­შე სა­ერ­თოდ ტე­ლე­ფო­ნი-მეთ­ქი. თით­ქმის ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და. ბოლო ორი წელი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. ბექას კომ­პლექ­სე­ბი ჰქონ­და, სულ ცდი­ლობ­და ისეთ ად­გი­ლებ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით, სა­დაც ბევ­რი ხალ­ხი არ იქ­ნე­ბო­და. ბო­ლოს რომ იჩხუ­ბეს, კე­სომ უთხრა, ვიდ­რე არ გა­ო­ფი­ცი­ა­ლურ­დე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, უნდა დავ­შორ­დე­თო. მე­გობ­რის­გან გა­ვი­გე, და­უ­რე­კავს და უთ­ქვამს, დადე თუ გინ­და ფოტო, მოვ­დი­ვარ, ხელი უნდა გთხო­ვოო. არ უყ­ვარ­დათ არ­ცერ­თს და­ლე­ვა. ხში­რად დავ­დი­ო­დით ერ­თად, ხში­რად იყო ბე­ქაც ჩვენ­თან ერ­თად და რომ ვთქვა, სას­მე­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იქ­ნე­ბო­და, გა­მოვ­რი­ცხავ. ბო­ლოს არ ვიცი სად მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­რად დაც­ვა­ში იყო. ჩვე­უ­ლებ­რივ ვკონ­ტაქ­ტობ­დით ხოლ­მე, ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა არა­სო­დეს მო­უ­ყე­ნე­ბია, მაგ­რამ ესე­ნი ვერ რიგ­დე­ბოდ­ნენ… ახლა მივ­დი­ვართ პრო­ზექ­ტუ­რა­ში, რომ მი­ვი­ტა­ნოთ ტან­საც­მე­ლი, რი­თიც უნდა გად­მო­ას­ვე­ნონ. გუ­შინ მომ­ხდა­რის შემ­დეგ ერ­თად ვი­ყა­ვით მე და კე­სოს დედა, შო­კი­რე­ბუ­ლია, მომ­ხდარს ჯერ ვერ აა­ნა­ლი­ზებს…
სამეთვალყურეო ჩანაწერებით ირკვევა, რომ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი – ბექა ჯაიანი, 18:53 საათზე, მიდის ავთანდილის 8 ნომერში, გადმოდის ტაქსიდან და შედის სუპერმარკეტში. 18:55 საათზე ის უკვე სადარბაზოშია და ლიფტს ელოდება. ხელში უჭირავს პროდუქტიც, რომელიც, სავარაუდოდ, მან მარკეტში შეიძინა.
ამავე ჩანაწერების მიხედვით, 19:09 საათზე ის კიბეებზე ჩარბის და სირბილითვე ტოვებს ტერიტორიას.

ასევე დაგაინტერესებთ