დაუნდობლები – ვინისიუსმა თანამემამულე ატირა და შემდეგ დაამშვიდა [VIDEO]

ლა ლიგის 24-ე ტურში „რეალმა“ სახლში უახლოესი მდევარი „ჟირონა“ 4:0 გაანადგურა და 5 ქულით ჩამოიტოვა.
თავი მასპინძელთა ბრაზილიელმა ლეგიონერებმა გამოიჩინეს – ვინისიუსმა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში როდრიგომ დააფიქსირა.
სტუმართა რიგებში მათმა ორმა თანამემამულემ, თავდამსხმელმა სავიომ და 21 წლის მცველმა იან კოუტუმ ითამაშეს, რომელმაც კომპენსირებულ დროში პენალტი “აიკიდა” (ხოსელუმ ვერ გაიტანა), ექვსჯერ “მოატყუეს” და თერთმეტჯერ დაკარგა ბურთი.
კოუტუ არ მალავს, რომ კარიერის “სამეფო გუნდში” გაგრძელება სურს და წაგებითა და თავისი არადამაკმაყოფილებელი თამაშით იმედგაცრუებულმა ნამატჩევს
ტირილი დაიწყო. მასთან როდრიგო და ვინისიუსი მივიდნენ და დამშვიდება დაუწყეს.

ასევე დაგაინტერესებთ