დატბორილი სახლები და საცხოვრებლებიდან გახიზნული ბავშვები | “ოცნების ქალაქის” მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

“ოცნების ქალაქის” მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ს ამ დასახლებაში ადგილობრივები გაუსაძლის საცხოვრებელ პირობეზე საუბრობენ და ყვებიან, რომ ყოველი წვიმის შემდეგ ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლებელი ხდება. დგება გუბეები და სახლებს წვიმის წყალი ტბორავს. ბოლო დღეების უამინდობის გამო “ოცნების ქალაქიდან” 30-ზე მეტი ბავშვი გახიზნეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ხელისუფლებას სანიაღვრე არხების მოწესრიგების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა ამ დრომდე მათთან არავინ მისულა.