დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელ ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშვებული ქალი კლინიკაში გადაიყვანა. ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.