დასრულდა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ორკვირიანი გასტროლი გერმანია-ავსტრიაში

წარმატებით დასრულდა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ორკვირიანი გასტროლი გერმანია-ავსტრიაში. დასმა 12-ჯერ წარადგინა 3 სპექტაკლი: “მაკნატუნა”, “ჟიზელი” და “გედების ტბა”.
„ვენა, ბერლინი, ფრანკფურტი, ბრემენი, ბილეფელდი, როზენჰაიმი — ამ ქალაქებში 12-ჯერ წარვადგინეთ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის 3 სპექტაკლი: “მაკნატუნა”, “ჟიზელი” და “გედების ტბა”.
მადლობას ვუხდით და ვულოცავთ საბალეტო დასს, ტექნიკურ ჯგუფს და ადმინისტრაციას წარმატებულ გასტროლს! ასევე მადლობა ანსამბლს სუხიშვილები, მიმდინარე გასტროლებზე გაწეული დახმარებისთვის.
განსაკუთრებული მადლობა მაესტრო ლევან ჯაგაევს და, რა თქმა უნდა, ჩვენს მაყურებელს!“, – ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო ბალეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა