დასკვნა შეგვიძლია ზოგადად გამოვიტანოთ, ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს, როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად ბიზნესი

დასკვნა შეგვიძლია ზოგადად გამოვიტანოთ, ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს, როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად ბიზნესი
საერთო ჯამში ერთი დასკვნა შეგვიძლია ზოგადად გამოვიტანოთ, ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს, როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად მისი ბიზნესი, ასე იშოვა ფული, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, დადასტურდა ისიც, რომ „ლელო“ არის ასევე თაღლითობის მიზნით შექმნილი პარტია.
„საერთო ჯამში ეს კიდევ ერთი მხილებაა მამუკა ხაზარაძის თაღლითობისა. მერამდენე მხილება უკვე. ანაკლიის საკითხი იქნებოდა ეს, თბს ბანკიდან 17 მილიონი დოლარი ისე გააქრეს მან და ჯაფარიძემ, რომ არც დაუბრუნებიათ უკან და თბს ბანკს მოუწია ჯარიმების გადახდა და ა. შ. და ა.შ.
საერთო ჯამში ერთი დასკვნა შეგვიძლია ზოგადად გამოვიტანოთ. ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს, როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად მისი ბიზნესი და ასე იშოვა ფული. სასათბურე პირობები ხელისუფლების მხრიდან როდესაც ჰქონდა.
ვხედავთ ელემენტარულ საკითხებზე, საკუთარი ბინის გაქირავების საკითხსაც კი ვერ აწესრიგებს ნორმალურად, სამართლებრივად თუ ფინანსურად და ვხედავთ, რომ გადასახადებს მალავდა ამ საკითხშიც კი.
ასე, რომ ამით უკვე დადასტურდა საერთაშორისო, საშინაო, ადამიანურ, დიპლომატიურ, ნებისმიერ დონეზე მამუკა ხაზარაძის თაღლითობა.
დადასტურდა ასევე, რომ „ლელო“ არის ასევე თაღლითობის მიზნით შექმნილი პარტია, რომლის მიზანი იყო, რომ ბიუჯეტიდან შემდეგ მიეთვისებინა თანხები, რამენაირად ხელისუფლების ბერკეტების ჩაგდებით. პრეტენზია მილიარდ-ნახევარ დოლარზე, რომელიც ქართველ ხალხს წაუყენა. ეს არის მოცემულობა, თაღლითების პარტია. შესაბამისად მისმა წევრებმაც და მხარდამჭერებმაც ეს უნდა იფიქრონ, რომ დღეს არიან თაღლითობის მონაწილენი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში