23 წლის ბიჭი წავიდა რუსთავში საწარმოში სამუშაოდ ბათუმიდან.
ჯერ რა ბანძი ბიძინა უნდა იყო, რომ 100 ქარხანას დაპირდი ქვეყანას და ბიჭი მიდის ბათუმიდან რუსთავში სამუშაოდ.
დასვეს ამწეზე, ამწე შეეხო დენის კაბელებს და ადგილზე მოკვდა.
23 წლის ბიჭი, ბათუმიდან, რუსთავში სამუშაოდ წასული.
და არავისი ბრალი არ იქნება ისევ, გარდა ამ ბიჭისა.
ამ ბიჭსაც დააბრალებენ საკუთარ მკვლელობას,
უსაფრთხოების კადრი თუ ჰყავდა ობიექტს და სად იყო, ვინ გამოიძიებს,
თუ გადაამზადეს ეს ბიჭი, ვინ გაარკვევს?
თუ ჰქონდა წესიერი ღამის გასათევი, თუ ეძინა და იკვებებოდა ისე, როგორც ამ პოზიციაზე მუშაობს სჭირდება ვინ იცის?
ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა თუ არა, საიდან დადგინდება, ფორმა 100 დაწერილ ფურცლად იყიდება.
პოლონეთში ჩემს ნაცნობს დიაბეტი აღმოაჩნდა, იმავე წამს შეაწყვეტინეს მუშაობა, უმკურნალეს და სანამ ნორმაზე არ ჩამოვიდა არ აღადგინეს. მანამდე ავანსებს ურიცხავდნენ, რომ ეკვება.
იგივე პოლონეთში, ნოემბრიდან ამ წამამდე, სიცივეებიაო და კარგი კვება გჭირდებათო და ერთ კვებას კომპანია უზრუნველჰყოფს.
და ასობით დეტალის ჩამოთვლა შემიძლია და ეს დეტალები კრავს ადამიანის უფლებების და ქვეყნის კეთილდღეობის ფაზლს.
ადამიანის სიცოცხლეს ჩვენს ქვეყანაში ფასი არ ადევს!
გამოეთე@ლებოდნენ ქოცები და დაწერდნენ ახლა, რომ ეს ბიჭი ხო, კი, ცოდოა, მაგრამ ალბათ, სვამდა, ალბათ, არ იყო ჯანმრთელი, ეს ხო, მარა, ზოგადად არ გვიყვარს მუშაობა და იმიტომ არაა ქარხნები…
ახლა არც ამას წერენ, იმიტომ რომ ეს ბიჭი რომ მოკლეს, არ დავანგრიეთ ქვეყანა, არ ჩამოვაქციეთ, არ დავიხოკეთ, იმიტომ რომ, რამდენიმე დღის წინ რიყის პარკში დაიხრჩო მოზარდი, მერე გურიაში იმდენი გაიმეტეს თოვლში დასახრჩობად, იქ შოვში იმდენი დაიღუპა და აქეთ, ყოველ დღე, უბედურება უბედურებაზეა… და აი, ქოცებს ეგ ნარატივიც არ დასჭირდათ. ისევ დიფსთეითსზე და მასონებზე გააგრძელებენ…,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.
შეგახსენებთ, რუსთავში ერთ-ერთ საწარმოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 25 წლამდე კაცი დაიღუპა.საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ამწეზე იმყოფებოდა, რა დროსაც ამწე ელექტროგადამცემ სადენებს შეეხო. დენის დარტყმის შედეგად კაცი ადგილზევე დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.