დასვენების გარეშე მოთამაშე კვირკველიას მნიშვნელობა – რამდენი გუნდი გვეყოლება მეორე ეტაპზე?

პირველი მატჩის შემდეგ სენსაცია არ შედგა და საქართველოს ჩემპიონი “იბერია 1999” კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც კიდევ ერთი მონაწილე გვყავს, თასის მფლობელი “სპაერი” შეჯიბრებაში აქედან ჩაერთვება. რა მოხდება კიდევ ორი გუნდის შემთხვევაში, ამას ხუთშაბათს, 17 ივლისს გავიგებთ.
ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. “დილა” გორში ლუქსემბურგის “რასინგს” უმასპინძლებს, სტუმრად რომ (2:1) დაამარცხა. რაც შეეხება ქუთაისის “ტორპედოს”, “ორდაბასს” ესტუმრება და ეცდება, მინიმალური უპირატესობა (4:3) შეინარჩუნოს მაინც.
ორ მატჩს შორის ყაზეხეთის ჩემპიონატი ჩატარდა და “ორდაბასმა” გაიმარჯვა. ზიკრილო სულთანიაზოვი, ვისაც ქუთაისში არ უთამაშია, გააძევეს. რაც შეეხება ლუკა იმნაძეს, “რამაზ შენგელიაზე” რომ გაიტანა, მეორე 45 წუთში გამოჩნდა.
ყაზახთა რიგებში აღსანიშნავია 35 წლის ცენტრალური მცველი, სერგეი მალი, ვინც, ფაქტობრივად, დასვენების გარეშე თამაშობს. პირველ დაპირისპირებაში რუმინელმა მიჰაი კაპატინამ გაიტანა და მას ახლაც უნდა ვუფრთხოდეთ.
ერთი კვირის წინ, ხორვატმა მცველმა სიმიჩმა დუბლი შეასრულა და გუნდს გაამარჯვებინა. განმეორებით მატჩში კიდევ ერთი უკანახაზელის, გამოცდილი საბა კვირკველიას დამაჯერებელ გამოსვლას დიდი მნიშვნელობა ექნება. მალიზე ვთქვით და კვირკველიამ წელს მოედანზე ყველა შეხვედრაში 90 წუთი, დასვენების გარეშე გაატარა.
“ტორპედო” და “ორდაბასი” 2019 წელს ევროპა ლიგაზე რომ შეხვდნენ, ორივე დაპირისპირება ყაზახებმა მოიგეს და იქნებ კონფერენს ლიგაზე ყველაფერი პირიქით მოხდეს.
შიმკენტის “კაჟიმუკან მუნაიტპასოვზე” (20 000) მსაჯი ბულგარელი პოპოვი იქნება.
რაც შეეხება გორის “დილას”, სტუმრად მეორე ტაიმში უკეთესი თამაშია აღსანიშნავი. მთავარია, გუნდმა უპირატესობის გაზრდაზე იფიქროს და მოწინააღმდეგეს ინიციატივა არ დაუთმოს. თანაც, “რასინგს” სტუმრად თამაში შიდა ასპარეზზეც უჭირს.
19 წლის განელი ნახევარმცველი, იაკობ ედუზი, წინა მატჩში გამარჯვების გოლი რომ გაიტანა, ახლა სასტარტოში უნდა იყოს. ედუზომ მაშინ სენეგალელი იბრაჰიმა დრამე ჩაანაცვლა. ნახევარმვველებმა, ფარულავამა და ანდრონიკაშვილმა შედეგიანად ითამაშეს.
“თენგიზ ბურჯანაძეზე” (5 000) მთავარი არბიტრი ბოსნიელი გიგოვიჩი იქნება.
“ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით” – რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამი თუ წარმოვიდგენდი
ყოჩაღ – “დილამაც” შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე – “დილას” ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა
“სანამ კინი “ტორპედოს” მწვრთნელია, “ჯუნგლები” ტრიბუნას ვტოვებთ” – “ტორპედოს” ფანების განცხადება [PHOTO]
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი – “დინამოსა” და “ტორპედოს” მატჩი სკანდალით დასრულდა
სარეკორდო ტრანსფერი – “ტორპედომ” მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს – UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული – გორის “დილამ” გამოცდილი მცველი დაიმატა
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! – რას ვნახავთ ივლისში
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
“გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას” – თბილისის “დინამოს” განცხადება
“იბერია 1999”-მა და “დილამ” მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
“გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს” – გორის “დილას” განცხადება