დასახელდნენ 2025 წლის საუკეთესო ავიაკომპანიები – AirlineRatings–ის რეიტინგი

AirlineRatings-მა წარმოადგინა World’s Best Airlines – 2025 წლის საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგი. სერვისმა მგზავრების კომფორტის დონე მათი გამოხმაურების საფუძველზე შეისწავლა.
რეიტინგში წარმოდგენილია საუკეთესოთა შორის საუკეთესოები სამი ფასების კატეგორიაში: დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, საშუალო დონის ავიახაზები და სრული სერვისის ავიახაზები.
მიმდინარე წლის ყველაზე კომფორტულ ავიაკომპანიად Korean Air დასახელდა. რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, რომ გადამზიდავი კვლავ ინარჩუნებს დიდ მანძილს თვითმფრინავების სავარძლების რიგებს შორის. გარდა ამისა, გრძელვადიანი ფრენების დროს Korean Air მგზავრებს სთავაზობს საკვების დიდ ულუფებს, ჩუსტებს და სხვა დამატებით კეთილმოწყობას. ავიაკომპანიამ დაასრულა ინოვაციური შერწყმა Asiana Airlines-თან, ასევე მნიშვნელოვანი ინვესტიციები მიმართა თანამედროვე, ეკონომიურ თვითმფრინავებში.
წყარო: 34travel.me