2025 წლის ნობელის პრემია ეკონომიკაში სამ ავტორს შორის გაიყო. ერთი ნახევარი მიიღო ჯოელ მოკირმა (ევანსტონის უნივერსიტეტი, ილინოისი), ხოლო მეორე გადაეცა ფილიპ აგიონს (Collège de France და INSEAD, პარიზი; ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა) და პიტერ ჰოვიტს (ბრაუნის უნივერსიტეტი, პროვიდენსი, როდ-აილენდი, აშშ).
შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა მათ პრემია „ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის ახსნისთვის“ მიანიჭეს.
როგორც ნობელის კომიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული, ჯოელ მოკირმა ისტორიული წყაროები გამოიყენა, როგორც ერთ-ერთი გზა იმის გამოსავლენად, თუ რატომ ხდება მდგრადი ზრდა ახალ ნორმად.
ფილიპ აგიონმა და პიტერ ჰოვიტმა, რომლებმაც ასევე შეისწავლეს მდგრადი ზრდის მექანიზმები, 1992 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში შეიმუშავეს ე.წ. შემოქმედებითი დესტრუქციის მათემატიკური მოდელი. ამ მოდელის არსი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ბაზარზე ახალი და გაუმჯობესებული პროდუქტი შემოდის, ძველი პროდუქტების გამყიდველი კომპანიები ზარალს განიცდიან.
ვრცლად rbc – ზე
