დასახელდა ყირიმზე დრონებით შეტევის სავარაუდო სამიზნეები

ანექსირებულ ყირიმზე დრონებით დღევანდელი შეტევის სავარაუდო სამიზნეებს შორის იყო ქალაქ ფეოდოსიაში მდებარე „საზღვაო ნავთობტერმინალი“ და ქერჩის გემთმშენებელი ქარხანა „ზალივი“. ამის შესახებ წერენ რუსული ტელეგრამ-არხები “ბაზა“ და „კრიმსკი ვეტერ“.
მათი წყაროების თანახმად, რუსმა სამხედროებმა ნავთობტერმინალთან ჩამოაგდეს 2 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო ცნობა ქარხანა „ზალივზე“ შეტევის შესახებ ჯერ კიდევ გადასამოწმებელია.
2023 წლის 4 ნოემბერს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დააზიანეს იქ მყოფი რუსული სარაკეტო გემი.
ს მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქებები დღეს, 5 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე, 30 აფეთქება იყო ქერჩში, ფეოდოსიასა და სიმფეროპოლში.
ე.წ. ქერჩის, იგივე ს ხიდთან მდებარე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ხიდზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლა შეჩერებული იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილის 7 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, აზოვის ზღვის აკვატორიის და ყირიმის თავზე „გაანადგურეს” 22 უპილოტო საფრენი აპარატი, კიდევ 13 კი „გზად დაიჭირეს“. დაახლოებით ერთ საათში, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე „გაანადგურეს” კიდევ 4 დრონი და 2 „გზად დაიჭირეს“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ისევ გამოიყენა სტანდარტული ფორმულირება, რომ „აღიკვეთა ს რეჟიმის მცდელობა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.
კიევს კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.