დასახელდა გუნდი, სადაც ვიქტორ ოსიმენს ზაფხულში გადასვლა სურს

Il Mattino წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, დიდი ალბათობით, ვიქტორ ოსიმენი კლუბს შეიცვლის.
ამავე წყაროს ცნობით, ნიგერიელის სურვილია, რომ კარიერა პსჟ-ში განაგრძოს და მისთვის პრიორიტეტული ახლა სწორედ ესაა.
გავრცელებული ინფორმაციით, “ნაპოლი” ოსიმენს 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა, პარიზულ გუნდს კი კილიან მბაპეს შემცვლელი ესაჭიროება.