პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში სალომე ზურაბიშვილის დასაცავი კამპანიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა:
“ქალბატონი სალომე ნამდვილად არის დასაცავი, რომ ვუყურე მის ბოლო ბრიფინგს, ძალიან მძიმეა მისი ემოციური მდგომარეობა, ის აშკარად ვერ ელევა თანამდებობას, აშკარად სურდა, კიდევ 5-6 წელი ყოფილიყო თანამდებობაზე, თუმცა ხალხმა სხვაგვარად გადაწყვიტა. შესაბამისად, მას აქვს მძიმე ემოციური მდგომარეობა. მისი ეს მძიმე ემოციური მდგომარეობა რაღაცნაირად არის დასაცავი, ამაში ვეთანხები შესაბამისი კამპანიის ავტორებს. მას აქვს ძალიან დიდი, 5-კვირიანი მომავალი, 29 დეკემბრამდე. 29 დეკემბერს მას ეწურება უფლებამოსილების ვადა. ეს არის, რეალურად, მისი პოლიტიკური პერსპექტივა, დროში თუ განვიხილავთ. გამომდინარე იქიდან, რომ მისი გარკვეული გავლენა ეფუძნებოდა ერთადერთ რამეს, ეს იყო თანამდებობა, მას 29 დეკემბრის შემდეგ არავითარი რესურსი აღარ რჩება. აქედან გამომდინარე, მას აქვს მხოლოდ და მხოლოდ 5-კვირიანი მომავალი და არაუმეტეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.