დასაქმებულთა რაოდენობა, ვისაც ხელფასი 9600 ლარზე მეტი აქვს, გაიზარდა

2024 წლის იანვარში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.1%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.7%-ით არის გაზრდილი.
PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 23.3%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2024 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 21.7%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.0 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2024 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 1.9%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.