დასაქმებულთა რაოდენობა, ვისაც ხელფასი 9600 ლარზე მეტი აქვს, გაიზარდა – PMCG

უფრო დეტალურად, მარტში, 9 600 ლარის ან მეტი ანაზღაურების მქონე ადამიანების რაოდენობა მთლიანი დასაქმებულების2.1%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება სხვა სახელფასო კატეგორიებს, იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც 2 400 ლარს ან მეტ ხელფასს იღებდნენ- 25% შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
საპირისპიროდ, შემცირდა 600 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანის რაოდენობა. მარტის მონაცემებით, 600 ლარამდე ხელფასს დასაქმებულების 16% იღებდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით4.7%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8%-ით არის გაზრდილი.