დასაფასებელი საქციელი – შოტლანდიელმა გულშემატკივრებმა 4500 გირვანქა სტერლინგი ქრონიკული სენით დაავადებული ბავშვებისთვის გაიღეს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში ჩამოსულმა შოტლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა, TA Sunshine Appeal-ის წარმომადგენლებმა, 4500 გირვანქა სტერლინგი ქრონიკული სენით დაავადებული ბავშვებისთვის გაიღეს.
ფანები დონაციას ახორიელებენ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შოტლანდიის ეროვნული ნაკრები გასვლით შეხვედრას მართავს.
მოგეხსენებათ, საქართველოსა და შოტლანდიის მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.