დასაფასებელი საქციელი – აი, ასე გულმხურვალედ გულშემატკივრობდა საბა საზონოვი საქართველოს ნაკრებს ტრიბუნებიდან [VIDEO]

გუშინ, 18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა “ტორინოს” ქართველი ცენტრალური მცველი საბა საზონოვი ტურნირის განაცხადს მიღმა დატოვა, საბა საქართველოს ნაკრებს ტრიბუნებიდან გულმხურვალედ გულშემატკივრობდა.
ვიდეო: Geo Team

ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

ძალოან საწყენია საბას პროგრესის შეწყვეტა. იმედია ეს დროებითია და გააგრძელებს ზრდას. მომავალში ნაკრების ბურჯად სწორედ საბა წარმომიდგენია. მას ყველანაირი მონაცემები აქვს რომ დაცვის ბურჯად მოგვევლინოს. საბას წარმატებას ვუსურვებ და კარიერის კარგად აწყობას ახლო მომავალში. ყოჩაღ საბას ტრიბუნებზე ხალხთან ერთად ნაკრების გამხნევებაში. ჩვენ ერთი გუნდი ვართ ყველანი.
კაშია ოქეი, მართლა ნაკრების სიმბოლოა და ეკუთვნოდა მაგრამ… ეს ევროპა ამ ახალგაზრდების უნდა ყოფილიყო საზონოვი, არაბიძე, აზაროვი! თან ზუსტად ამ მატჩში გვჭირდებოდა სამივე. იმედი მაქვს მალე გავათავისუფლებთ ფედერაციას საძმოსგან და ზოგადად პოლიტიკისგან, თორემ ძალიან მაგარ თაობას გავანიავებთ! ამ ბიჭებს მინიმუმ მეოთხედფინალამდე ისე შეუძლიათ მისვლა როგორც არაფერი.