ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ X-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ იმ აღჭურვილობის ექსპორტზე, რომელსაც საპროტესტო აქციების დროს, საპოლიციო ძალები იყენებენ, ემბარგო უნდა დაწესდეს.
“როდესაც ბელარუსში საპროტესტო აქციის მონაწილეები სასტიკად სცემეს, დაწესდა ევროპული ემბარგო იმ აღჭურვილობის ექსპორტზე, რომელიც გამოიყენებოდა ბოროტად. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ იგივე საქართველოსთვის, რაც შეიძლება მალე,” – წერს ლანდსბერგისი.
ცნობისთვის, ომბუდსმენის შეფასებით, 7 დეკემბერს იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.
