„დასამალი არ არის ის, რომ ეკონომიკური კრიზისის რეალური და დიდი საფრთხე არსებობს“ – სოსო ბერიკაშვილი

სალომე ზურაბიშვილს მოვუყევით იმ სიტუაციის შესახებ, რაც ქვეყნის ეკონომიკაში ხდება, რა პრობლემები აქვს ბიზნესს, სხვადასხვა ინდუსტრიას, ტურიზმს და ასევე მოახლოებულ მიუნხენის კონფერენციაზე რა გზავნილები შეიძლება წარადგინო , – ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ეკონომისტებთან და ფინანსისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, იზოლაცია, რომლისკენაც საქართველო მიდის, პრობლემურია ქვეყნისთვის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.
“ბევრი რაღაც ვუთხარით, დახურული შეხვედრა იყო და ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ. სალომე ზურაბიშვილს მოვუყევით იმ სიტუაციის შესახებ, რაც ქვეყანაში ეკონომიკაში ხდება, რა პრობლემები აქვს ბიზნესს, სხვადასხვა ინდუსტრიას, ტურიზმს და ასევე მოახლოებულ მიუნხენის კონფერენციაზე რა გზავნილები შეიძლება წარადგინოს პრეზიდენტმა.
დასამალი არ არის ის, რომ ეკონომიკური კრიზისის რეალური და დიდი საფრთხე არსებობს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ იზოლაცია, რომლისკენაც მიდის საქართველო პრობლემურია ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც პრობლემაა. ეს არის საინტერესო, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის”, – განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.