დასავლურ ქვეყნებში ქალებს კაცებზე ნაკლებს უხდიან იგივე სამუშაოში, რას უსამართლოა – ირანის უზენაესი ლიდერი
3 დეკემბერს ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ X-ზე დაწერა, რომ “ქალები მოსამსახურეები არ არიან” და ცალკე პოსტში დაამატა, რომ დასავლეთში ქალებს კაცებზე ნაკლებს უხდიან იგივე სამუშაოს შესრულებაში, რაც მისი თქმით, “სრულად არასამართლიანია.”
“ქალები სახლის მმართველები არიან და არა – მოსამსახურეები, რომლებსაც ეტყვით: “ეს რატომ არ გააკეთე? ის რატომ არ გააკეთე? სახლი რატომ არ არის სუფთადო?” ქალი ყვავილივითაა. ყვავილს მოვლა და დაცვა სჭირდება და ის თავისი ფერით, სურნელებითა და თვისებებით გაგამდიდრებს.” – წერს ხამენეი.
მისი მტკიცებით, “დღეს ბევრ დასავლურ ქვეყანაში ქალებს კაცებზე უფრო ნაკლებს უხდიან იგივე სამუშაოს შესრულებაში. ასე არიან დღეს ისინი, რაც სრულად არასამართლიანია.”
ცნობისთვის, 2024 წლის გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ირანის ისლამური რესპუბლიკა გენდერული თანასწორობის მხრივ პროგრესით ყველა დასავლურ სახელმწიფოს ჩამოუვარდება და 146 ქვეყნიდან თითქმის ბოლო, 143-ე ადგილს იკავებს.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ქალების ჩართულობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ნაწილში ირანი 146-დან 144-ე ადგილს იკავებდა, განათლებაზე წვდომის კუთხით – 102 ადგილს, ჯანმრთელობისა და გადარჩენის მხრივ – 116-ე ადგილს, ხოლო პოლიტიკური ძალაუფლების კუთხით – 143-ე ადგილს.
tabula.ge




