დასავლურ ქვეყნებს უნდათ, რომ ჩაგითრიონ რუსეთთან ომში. მხოლოდ ამისთვის სჭირდებით, რომ ეს ჭუჭყიანი ომი აწარმოონ და ამიტომ არიან ასეთი გაცოფებულები თქვენზე

დასავლურ ქვეყნებს უნდათ, რომ ჩაგითრიონ რუსეთთან ომში. მხოლოდ ამისთვის სჭირდებით, რომ ეს ჭუჭყიანი ომი აწარმოონ და ამიტომ არიან ასეთი გაცოფებულები თქვენზე
დასავლურ ქვეყნებს უნდათ, რომ ჩაგითრიონ რუსეთთან ომში. მხოლოდ ამისთვის სჭირდებით, რომ ეს ჭუჭყიანი ომი აწარმოონ და ამიტომ არიან ასეთი გაცოფებულები თქვენზე, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლაჰამ „იმედი LIVE“-თან ინტერვიუში.
მანვე მოუწოდა ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას, დარჩნენ დემოკრატიულ პოზიციაზე და არ ჩაებან ომში.
„ევროკავშირს უნდა ომი ს წინააღმდეგ. თქვენ არ იქნებოდით საინტერესო მათთვის, თუ არ გამოგიყენებდნენ ინსტრუმენტად რუსეთის წინააღმდეგ. ყველაფერი რუსეთს ებმის. ევროკავშირს სურს კონფლიქტის ესკალაცია. სურს, რომ ქართველები და უკრაინელები ებრძოდნენ რუსეთს. ამ ყველაფრის უკან ეს გეოპოლიტიკური ინტერესები რომ არ ყოფილიყო გაცილებით უფრო ტოლერანტულები იქნებოდნენ საქართველოს მიმართ. შეხედეთ ს, უკრაინელები იღუპებიან ომში რუსეთის წინააღმდეგ, რაც -ის და დასავლური ქვეყნების ინტერესებში შედის. ამერიკელები და ევროპელები არ იღუპებიან, უკრაინელები იღუპებიან და იგივეა თქვენთვისაც გათვალისწინებული, თუ თქვენც ამ ომში ჩაგითრევენ. ქართველები დაიღუპებიან, არც ევროპელები, არც ამერიკელები. მხოლოდ ამისთვის სჭირდებით, რომ ეს ჭუჭყიანი ომი აწარმოონ და ამიტომ არიან ასეთი გაცოფებულები თქვენზე.
თქვენ პრაგმატული ლიდერები გყავთ, არ გსურთ ომი და გსურთ რაციონალური ურთიერთობები ყველასთან, მაგრამ დღეს დასავლეთ ევროპაში ისინი იმპერიულად იქცევიან, თვლიან, რომ მსოფლიო ბატონები არიან. დარჩით თქვენს პოზიციებზე, სხვა შემთხვევაში ჩაგითრევენ ომში. არავის სურს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა, სიკვდილი და ხანგრძლივ კონფლიქტში ჩაბმა. იდექით ძლიერად, დაიცავით დემოკრატია. გარეთ ბავშვებს რომ ვხედავ, სლოვაკეთში, უნგრეთში იგივე ხდებოდა, ისინი ცდილობდნენ შეეცვალათ ს შედეგები. მაიდნების და კლუბების ორგანიზებაში ძლიერები არიან, მაგრამ ეს არ არის დემოკრატიული ქცევა. თქვენ უნდა აჩვენოთ მათ, რომ ვერ გაიმარჯვებენ და ეს უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ყველა თავისუფალი ადამიანისთვის ევროპაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ „ქართულ ოცნებას“, – აღნიშნა ბლაჰამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ოდესაც ორი ქვეყნის პოლიტიკის მთავარი პრინციპი სუვერენიტეტი და იდენტობაა, ანუ ღირებულებითი თანხვედრაა, პარტნიორობა პოზიტიურად შესაძლებელი ხდება. ჩვენც სწორედ ამას ველით 20 იანვრის შემდეგ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში – პრემიერი

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის,როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს,ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს