დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიანო – ასე გადაინაწილეს და წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ

„ხალხის ძალის“ წევრი The Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიან, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ზურაბ ქადაგიძის თქმით, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ სხვადასხვა ძალის ინტერესებს ემსხვერპლა. „კრება დარჩა მხიარული“: 24 საათში შტატები მიიღებს სასარგებლო წიაღისეულზე აბსოლუტურ წვდომას; ამავდროულად, დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარს უბრუნდებიან; ევროპა, როგორც ყოველთვის, ბებერი კურტიზანივით დანებდება, რომ ახალი გეოპოლიტიკური ვითარებით მიიღოს სიამოვნება; ჯერ ყირიმის აღიარებას ეცდება და შემდეგ, დანარჩენი ოკუპირებული ოლქებისას – ომამდელი სამხედრო ბიუჯეტი გააორმაგა და სამხედრო მრეწველობა გაასამმაგა… ვინ დარჩა გაწეწილ-გაგლეჯილი? სამწუხაროდ, მხოლოდ უკრაინა! P.S. არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი! ასე გადაინაწილეს უკრაინა და ახლა, წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ, ქართველი უსამშობლოებისთვის რომ დაგვეჯერებინა და დასავლეთის ძირგამომპალი, ლიბერალური თამაშის წესები მიგვეღო“, – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის