დასავლელ ჯარისკაცებს უკრაინაში შესაძლოა არასაბრძოლო როლი ჰქონდეთ – სეჟურნე

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ დღეს, 27 თებერვალს, ში ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ ს განცხადების განმარტება სცადა. მისი თქმით, დასავლელმა ჯარისკაცებმა შესაძლოა უკრაინელებს რუსეთთან ომში პირდაპირ ბრძოლაში ჩართვის გარეშე გაუწიონ დახმარება.
“ჩვენ უკრაინის დასახმარებლად ახალი ქმედებები უნდა განვიხილოთ, რომელიც კონკრეტულ საჭიროებებს უპასუხებს, კერძოდ, მე ვგულისხმობ ნაღმების გაწმენდას, კიბერთავდაცვას, ადგილზე, უკრაინის ტერიტორიაზე, შეიარაღების წარმოებას”. – თქვა სტეფან სეჟურნემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
სეჟურნეს განმარტებით, აღნიშნული ქმედებებისთვის შესაძლოა, საჭირო გახდეს “უკრაინის ტერიტორიაზე [ჯარი] იმყოფებოდეს, თუმცა, ბრძოლის ზღვრის გადალახვის გარეშე. გამორიცხული არაფერი უნდა იყოს. ასეთი იყო და კვლავ არის [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტის პოზიცია”.
27 თებერვალს ს მხარდამჭერ სამიტზე, რომელსაც ევროპელი ლიდერები ესწრებოდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნა არ გამორიცხა, რა პოზიციაც მოგვიანებით საფრანგეთის პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმაც გაიზიარა.
“დღეს არ არსებობს შეთანხმება უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ… არაფერია გამორიცხული.” – თქვა მაკრონმა.
“ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ ომს ვერ მოიგებს.” – დაამატა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონმა დაადასტურა, რომ უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნას “ძალიან თავისუფლად და პირდაპირ” განიხილავენ, რის შესახებაც ცნობა პირველად ს პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ გაავრცელა.
მაკრონის განცხადებას მალევე კრემლის პრესსპიკერი გამოეხმაურა და თქვა, რომ მსგავს შემთხვევაში NATO-სთან ომის დაწყება გარდაუვალი იქნება.
“ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ არა [NATO-სთან ომის] შესაძლებლობაზე, არამედ მის გარდაუვალობაზე. აი, ასე შევაფასებთ. და ასევე უნდა შეაფასონ ამ ქვეყნებმა და გაითვალისწინონ. უნდა დასვან შეკითხვა, შეესაბამება თუ არა ეს მათ, პირველ რიგში კი მოქალაქეების ინტერესებს.” – თქვა პესკოვმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნასთან დაკავშირებით მოკავშირეებს შორის მწვავე დებატები გაიმართა, თუმცა, ისინი საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულან.