დასავლელ დონორებთან წლების წინ თანამშრომლობის გამო აზერბაიჯანში ორი ადამიანი დააკავეს

არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხზე განახლებული გამოძიების ფარგლებში აზერბაიჯანში ორი აქტივისტი დააკავეს — ხელისუფლება მათ ეკონომიკურ დანაშაულებსა და დასავლელ დონორებთან კავშირებში ადანაშაულებს.
როგორც გამოცემა “კავკაზსკი უზელი” წერს, აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც 2014 წელს დაწყებული და 2024-25 წლებში განახლებული საქმეა, კიდევ ორი სამოქალაქო აქტივისტი — განჯის რეგიონალური საზოგადოების ცენტრის ხელმძღვანელი ასაფ აჰმედოვი და სოციალური საკითხების სპეციალისტი ზამინ ზაქი — დაკავებულნი არიან. მათ და 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბაქოს სასამართლომ.
გამოცემის წყაროს ცნობითვე, „უკვე ერთი თვეა, აზერბაიჯანის პროკურატურა იძახებს ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და თანამშრომელს დაკითხვაზე, მათ შორის ხელისუფლებისადმი ლოიალური ორგანიზაციებიდანაც. საგამოძიებო სტრუქტურები ინტერესდებიან იმ პროექტებით, რომლებიც დასავლელი დონორების, პირველ რიგში USAID-ის, მიერ იყო დაფინანსებული“.
აღნიშნული საქმის ფარგლებში უკვე დაკავებული არიან:
· ბაშირ სულეიმანლი — ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი
· მამედ მამმედზადე — „არჩევნებზე მეთვალყურეობის ალიანსის“ ხელმძღვანელი
· სიუბჰან ჰასანლი — „სოციალური უფლებების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ძებნაშია
· ჰაფიზ ჰასანოვი — „სამართალი და განვითარება“-ს ხელმძღვანელი, შინაპატიმრობაში იმყოფება
· მეჰრიბან რაჰიმლი — German Marshall Fund-ის აზერბაიჯანის საკითხებზე მრჩეველი, პოლიციის კონტროლზეა გადაყვანილი
ზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 2014 წლის ზაფხულში დაიწყო გამოძიება ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანის საბანკო ანგარიშები გაიყინა.
2025 წლის 9 აპრილს ილჰამ ალიევმა, ბაქოში საერთაშორისო ფორუმზე „ახალი მსოფლიო წესრიგისკენ“, განაცხადა, რომ აზერბაიჯანში მიმდინარეობს USAID-ის არალეგალური საქმიანობის გამოძიება, და აღნიშნა:
„პროკურატურამ უკვე წარმოაჩინა სურათი, რომელიც ასახავს USAID-ის ანტიაზერბაიჯანულ საქმიანობას, მათი მცდელობებს ხელისუფლების ძირის გამოთხრისკენ და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა ფაქტებს. როგორც კი საქმე ბოლომდე იქნება შეკრული, ის გადაეგზავნება -ის პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას“.
2024 წლის 6 თებერვალს აზერბაიჯანის მთავრობამ ქვეყანაში ოფიციალურად შეწყვიტა USAID-ის საქმიანობა.