დასავლელი ლიდერები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე – ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი – ეს იყო ფარსი და პაროდია

დასავლელი ლიდერები რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკანონო არჩევნებად აფასებენ და აცხადებენ, რომ ის არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ს თქმით, ამომრჩევლებს არჩევანის თავისუფლა გაკეთების საშუალება არ ჰქონდა და არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები არ აკვირდებოდნენ.
„თავისუფალი და სამართლიანი ასე არ გამოიყურება“, – აღნიშნა კამერონმა.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო „არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ კი არჩევნებს “ფარსი და პაროდია” უწოდა.
ს საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, როგორ თრგუნავს ეს რეჟიმი სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და ოპოზიციას“, – აღნიშნა ლიპავსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99.7%-ის დათვლის შემდეგ, არჩევნებში ხმების 87.31%-ით ლიდერობს.