დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდნენ

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ევროპის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო და ქუთაისის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები, საქართველოში საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ნიდერლანდების სამეფოს, ლატვიის და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოების პოლიციის ატაშეები და მეკავშირე ოფიცრები ესწრებოდნენ.
„პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროკურატურის საქმიანობის სპეციფიკა და ძირითადი მიმართულებები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საზღვრის კვეთისას გავრცელებულ დანაშაულებზე და მათზე რეაგირების საკითხებზე. სტუმრებმა, თავის მხრივ, პროკურატურის წარმომადგენლებს მათი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე – არაკეთილმოსურნეების და ადგილობრივი აგენტურის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული

პრემიერი – „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას – მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით