დასავლეთ კანადაში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელსაც მოთხილამურეების ჯგუფი გადაჰყავდა. ინფორმაციას პოლიცია ავრცელებს და წერს,რომ დაიღუპა 3 და მძიმედ დაშავდა 4 ადამიანი.
კანადის სამეფო პოლიციის განცხადების თანახმად, ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. ადგილი, სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა, ძნელად მისადგომია. ბრიტანეთის კოლუმბიის სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა განაცხადა, რომ ავარიის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი ჯერ ადგილზე მკურნალობდა და შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში Mills Memorial Hospital-ში გადაიყვანეს.
ტუროპერატორმა, რომლის ვებგვერდი მსგავს მოგზაურობებს აწყობს, განაცხადა, რომ ის პოლიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინციდენტის მიზეზის გამოძიებისთვის თანამშრომლობს.
“კომპანია ყველა ზომას იღებს, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები… თუმცა, როგორც ბევრი გარე აქტივობების მსგავსად, შეუძლებელია აღმოიფხვრას არსებული რისკები 100%-ით”, – თქვა სპიკერმა.