დასავლეთში ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომი სულ მცირე კიდევ ორი წელი გაგრძელდება – CNN

დასავლეთში ფიქრობენ, რომ ში ომი, შესაძლოა, კიდევ ორი წელი გაგრძელდეს, – ამის შესახებ უკრაინული მედია CNN-ზე დაყრდნობით იტყობინება.
ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირი, როგორც CNN წერს, 5 წელზეც კი საუბრობს.
სამხედრო ექსპერტის ალექსანდრე მუსიენკოს თქმით, რეალურად შეუძლებელია კონკრეტული ომის დასრულების ზუსტი თარიღების პროგნოზირება, რადგან მასზე არაერთი განსხვავებული ფაქტორი მოქმედებს.
„ყველა ეს პროგნოზი საკმაოდ პირობითია, რადგან ომის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს ფაქტორები, რომლებიც ეხება არა მხოლოდ ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას, არამედ შიდა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობას“, – განმარტა მან.
ევროპაში მომუშავე ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ ორი წლის შემდეგ უკრაინა მეორე მსხვილი კონტრიერიშის დაწყებას შეეცდება, რათა რუსული არმია ქალაქ მელიტოპოლიდან განდევნოს.
მაგალითად, როგორც მუსიენკომ აღნიშნა, თუ „ვაგნერის“ ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი აჯანყების დროს წარმატებას მიაღწევდა, ფრონტზე სიტუაცია ახლა სრულიად განსხვავებული იქნებოდა.
„მაგრამ ვერავინ იწინასწარმეტყველა პრიგოჟინის აჯანყება, მათ შორის ანალიტიკოსებმაც, რომლებიც წინასწარმეტყველებენ ომის ხანგრძლივობას. ამიტომ, ძალიან რთულია ომის ხანგრძლივობის ზუსტად პროგნოზირება“, – დასძინა ექსპერტმა.
როდის უნდა ველოდოთ შეიარაღებული ძალების ახალ შეტევას?
მუსიენკოს თქმით, უახლოეს მომავალში უკრაინის თავდაცვის ძალები აქტიურ თავდაცვაზე იქნებიან, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნონ საკუთარი რესურსები, შეამცირონ დანაკარგები საკუთარი მხრიდან და მეტი ზარალი მიაყენონ ოკუპანტს.
გარდა ამისა, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება უკრაინის არმიის პარტნიორებისგან იარაღით მომარაგების დონეზე. დღეს, მისი თქმით, უკრაინის არმიაში ახალი ფართომასშტაბიანი შეტევის შესახებ საუბარი არ არის, რადგან არსებული რესურსები მხოლოდ აქტიური თავდაცვისთვის შეიძლება იყოს საკმარისი.
„მაგრამ აქტიური თავდაცვა ასევე მოიცავს ფრონტის ხაზის გარღვევის შესაძლებლობას და ოკუპანტების ფრონტის კოლაფსის შექმნას გარკვეული მიმართულებით, რათა დაჩქარდეს შეტევითი მოქმედებები. მაგრამ ვფიქრობ, თუ ვიმსჯელებთ მხარდაჭერის დონის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძლიერი უკრაინული შეტევა შეიძლება მოხდეს 2025 წელს“, – დასძინა მუსიენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ