დასავლეთს საქართველოში “მაიდნის” სცენარის რეალიზაცია სურს – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებით, დასავლეთი ოქტომბრისთვის საქართველოში ახალი „მაიდნის“ რეალიზაციას ცდილობს. ამის შესახებ ის კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო “ტასსთან” ინტერვიუში ამბობს.
„ვხედავთ დასავლელების მცდელობებს, დაძაბონ საქართველოში სიტუაცია ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში“, – განაცხადა გალუზინმა, რომლის სიტყვებითაც: “არ გამოვრიცხავთ, რომ მიზანი არის ხელისუფლების ცვლილება ‘მაიდნის’ სცენარის განხორციელების მცდელობით, ს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნის იმედით”.
მისი თქმით, და ევროკავშირის ქვეყნები ურცხვ ზეწოლას ახორციელებენ ბევრ სუვერენულ სახელმწიფოზე.
„ამჯერად დასავლელებმა გადაწყვიტეს, საქართველოს მოკიდონ ხელი, იქ ‘უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’ კანონის განხილვასთან დაკავშირებით, თუმცა თავად შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ‘უმცირესობების’ ქვეყნებში უკვე ამ თემაზე არსებობს ან განიხილება გაცილებით მკაცრი ნორმები“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომლის სიტყვებითაც, ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან მოდიოდა ფარისევლური ბრალდებები „დემოკრატიის შელახვის“, „ევროპულ“ და „ევროატლანტიკურ“ ღირებულებებთან შეუთავსებლობის შესახებ, ასევე – პირადი სანქციების გამოყენების მუქარა, საქართველოსთვის „ევროატლანტიკური პერსპექტივის“ დაბლოკვის, მისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.
“ტასსთან” ინტერვიუში ის ასევე ყურადღებას ამახვილებს თბილისის ქუჩებში ლიეტუვის, სა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მსვლელობასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებთან მისვლაზეც.
“რთულია ამის დახასიათება სხვაგვარად, გარდა უხეში ჩარევისა დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში. ყველაფერი ეს არის თავიანთი ნების თავს მოხვევის ნეოკოლონიალური პრაქტიკის საძაგელი მაგალითები ქვეყნებზე, რომელთა სუვერენიტეტის შეზღუდვასაც ცდილობენ“.
„ჩვენი მხრივ, დაინტერესებული ვართ საქართველოს სტაბილური დემოკრატიული განვითარებით. ამასთან, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვერევით სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში“, – აცხადებს გალუზინი “ტასსთან” ინტერვიუში.
საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
“აგენტების კანონის” ხელმეორედ ინიციირების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში „მაიდანის სცენარსა” და ხელისუფლების დამხობის საფრთხეზე ალაპარაკდნენ.
მსგავსი განცხადება სუსს გასული წლის სექტემბერშიც ჰქონდა.
“აგენტების კანონის” მიღების აუცილებლობას საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის არგუმენტით ხსნის.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”