„დასავლეთს საქართველოში მაიდნის სცენარის განმეორება სურს” – ლავროვის მოადგილე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი პროპაგანდისტულ TASS-თან ინტერვიუში აცხადებს:
„ჩვენ ვხედავთ დასავლელების მცდელობებს საქართველოში ვითარების ესკალაციისკენ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მიზანი არის ხელისუფლების ცვლილების „მაიდანის“ სცენარის განხორციელების მცდელობა ს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი წყაროს შექმნის იმედით“
გალუზინმა ყურადღება გაამახვილა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, თბილისში გამართულ აქციაზე ლიეტუვის, სა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლაზეც:
„ეს ყველაფერი არის ნეოკოლონიალური პრაქტიკის საზიზღარი მაგალითები ქვეყნებზე, რომელთა სუვერენიტეტის შეზღუდვას ცდილობენ“

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”